”ჯი-ემ-პი”-ს მოწვევით საქართველოში ცნობილი ევროპელი პროფესორი კლაივ ფეიჯი ჩამოვიდა
18 ოქტომბერს თბილისი-რედისონში ”ჯი-ემ-პის” ეგიდით ჩატარებულ კონფერენციაზე შეკრებილ 100-მდე ქართველ ექიმს პროფესორმა კლაივ ფეიჯმა დარგში ჩატარებული უახლესი კვლევების შედეგები გააცნო. ქართველი ექიმები პირველები გაეცნენ პუმონოლოგიის დარგის სიახლეებს, რაც აქტუალურია არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებისთვის. პროფესორი ფიეჯი ლონდონის ”ქინგს კოლეჯის” ფარმაკოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი, ფარმაცევტულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი და საკლერის პულმონური ფარმაკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა პრეპარატ ”ისმიჟენი”-ს დანერგვაში, სწორედ ამიტომ როგორც არნიშნული დარგის ექსპერტი, მისი ვიზიტი საქართველოში და გამოცდილების გაზიარება ქართველი ექიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
პრეპარატ ”ისმიჟენი”-ს წარმოების ლიცენზია, რომელიც უახლოეს დღეებში გამოჩნდება ფარმაცევტულ ქსელში, ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო ”ჯი-ემ-პი”-მ 2011 წლის მაისის თვეში მოიპოვა შვეიცარიული კომპანია ლალემან - ფარმასგან (Lallemand Pharma). ”ისმიჟენს ”ჯი-ემ-პი” შვეიცარიელებთან ერთად საქართველოს გარდა კიდევ 11 ქვეყნისთვის აწარმოებს. ეს დიდი მიღწევა და აღიარებაა ქართული კომპანიისთვის, მით უმეტეს, რომ ”ლალემან - ფარმას” პარტნიორები ევროპაში ცნობილი და აღიარებული კომპანიები არიან.
”ჯი-ემ-პი” - ევროპული სტანდარტებით მომუშავე პირველი ქართული ფარმაცევტული საწარმოა, რომელიც მუდმივად ცდილობს უახლესი თაობის, თანამედროვე პრეპარატები შესთავაზოს მომხმარებელს და საქართველოში ხელმისაწვდომი გახადოს ევროპასა თუ ამერიკაში დანერგილი თანამედროვე პრეპარატები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სიახლე არის პრეპარატი ”ისმიჟენი”. მასზე მრავალი კვლევაა ჩატარებული და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო თანამდეროვე საშუალებად არის აღიარებული პულმონოლოგიური დაავადებების დროს იმუნიტეტის ასამაღლებლად.
|