სიაში დაბრუნება

GM Pharmaceuticals-მა საქართველო წარადგინა საერთაშორისო გამოფენა CPHI-ზე

ოქტომბერი 19,2015

ჯი-ემ-პი“-მ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით საქართველო წარადგინა უდიდეს საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე

2015 წლის 13-15 ოქტომბერს ქ. მადრიდში გაიმართა საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI. ამ გამოფენის 26 წლიანი ისტორიის მანძილზე, წელს პირველად ჯი-ემ-პი-მ წარადგინა საქართველო როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა.  

CPHI მსოფლიო მოვლენაა, რომელზეც თავს იყრიან ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები სხვადსხვა ქვეყნებიდან, წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილია 2500 კომპანია 150 ქვეყნიდან, გამოფენას უკვე დაესწრო 36000 ვიზიტორი.

საქართველოსთვის ამ გამოფენაზე მონაწილეობა წინგადადგმული ნაბიჯია ფარმაცევტული სფეროს პოპულარიზაციისთვის. პირველად მსოფლიოს სხვადსხვა წამყვანი კომპანიების გვერდით ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმომ „ჯი-ემ-პი“თავისი პროდუქცია წარადგინა და ვიზიტორთა უდიდესი დაინტერესება გამოიწვია. გამოფენაზე მიღწეული შეთანხმებები მყარ საფუძველს წარმოადგენს ჯი-ემ-პი”-ს პროდუქციის სხვადსხვა ქვეყნების ბაზრებზე გატანისა და დანერგვისთვის.

მსოფლიო მნიშვნელობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჯი-ემ-პი”-ს გლობალურ კომპანიად ჩამოყალიბებაში.