სიაში დაბრუნება

GM Pharmaceuticals-მა მონაწილეობა მიიღო დუბაიში DUPHAT 2016 გამოფენაზე

მარტი 16,2016

 

ა.წ. 15 - 17 მარტს GM Pharmaceuticals - მა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით კიდევ ერთხელ წარადგინა ქართული ფარმაცევტული წარმოება ქალაქ დუბაიში გამართულ საერთაშორისო ფარმაცევტულ და ტექნოლოგიურ გამოფენა DUPHAT 2016 - ზე.

DUPHAT 2016 - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმსხვილესი გამოფენაა ახლო აღმოსავლეთში. იგი ყოველწლიურად იმართება 1995 წლიდან და მასპინძლობს მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებს - მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, ფარმაცევტული მარკეტინგის სპეციალისტებს. DUPHAT 2016  საშუალებას აძლევს პროფესიონალებს ახლო აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან, ევროპიდან და აზიიდან ერთმანეთს დაუკავშურდნენ. 

„GM Pharmaceuticals - წარმოადგინა  ქართული ფარმაცევტული წარმოება - 185 ზე მეტი დასახელების პროდუქტი, წარმოებული საერთაშორისო სტანდარტებით და დიდი ინტერესი გამოიწვია სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის. დაიდო ახალი კონტრაქტები და დაიგეგმა ახალი პროექტები, რომელთა წყალობით GM Pharmaceuticals - კიდევ ერთხელ მოხვდება საერთაშორისო არენაზე როგორც ქართული, ევროპული სტანდარტების მქონე ფარმაცევტული ბრენდი“-აცხადებენ „GM Pharmaceuticals“-ში.