სიაში დაბრუნება

სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „პრობიოტიკები მედიცინაში“- „ERBA VITA“-ს მიერ წარმოებული ახალი პრეპარატები „ჯი-ემ-პი“-ს პროდუქტების ჩამონათვალში

ივნისი 09,2016

3 ივნისს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „ჯი-ემ-პი“-ს თაოსნობით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „პრობიოტიკები მედიცინაში: რას ველოდებით თეორიულად და რას ვიღებთ პრაქტიკულად“. კონფერენციას უძღვებოდა  მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ივანე ჩხაიძე

 

კონფერენცია მიეძღვნა პრობიოტიკების გამოყენების ახალ ასპექტებს და მათ დანერგვას მედიცინაში. კონფერენციაზე განხილული იქნა „ჯი-ემ-პი“-ს პროდუქტების ჩამონათვალში კიდევ 3 ახალი პროდუქტი, რომელიც წარმოებულია იტალიური კომპანია  ERBA VITA -ს მიერ „ჯი-ემ-პი“-ს დაკვეთით.

 

 ERBA VITA - იტალიური კომპანიაა წარმოების დიდი ტრადიციით. ის ევროპაში მცენარეული ნედლეულის ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელია, რომელიც ამარაგებს არაერთ დიდ კომპანიას და წარმოდგენილია ბაზარზე თავისი ორიგინალური პრეპარატებითაც.

 

 „ERBA VITA“ არის ახალი ხაზი, რომელიც შექმნილია ნაწლავური ფლორის აღსადგენად. ლაქტო G კიდსი, ვიტაბულარდი და ლაქტოკარბონი - ახალი ნოვაციური პროდუქტებია - კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. „ჯი-ემ-პი“- სთან თანამშრომლობამ შესაძლებელი გახადა ეს პრეპარატები გამოჩენილიყო საქართველოს ბაზარზეც და ხელმისაწვდომი ყოფილიყო მომხმარებლისთვის.

 

 

ჯი-ემ-პი 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს აწარმოებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ჯი-ემ-პი უკვე წლებია თანამშრომლობს ისეთ წამყვან ევროპულ კომპანიებთან, როგორიცაა Lalleman Pharma ( შვეიცარია) , Welt Pharma ( გერმანია) ,  Hoffman La Roche ( შვეიცარია), US Laboratories ( აშშ) და სხვა.  Erba Vita კიდევ ერთი ახალი პარტნიორია და წარმატებული სტარტის შემდეგ ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტ შედეგს ვიხილავთ ქართულ ბაზარზე.