სიაში დაბრუნება

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით "ჯი-ემ-პი"-მ კიდევ ერთხელ წარადგინდა საქართველო ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე

ოქტომბერი 07,2016

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით “ჯი-ემ-პი”-მ წარადგინა საქართველო, ბარსელონაში ყოველწლიურ საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე - CPHI, როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა.

CPHI მსოფლიო მოვლენაა, რომელზეც თავს იყრიან ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები სხვადსხვა ქვეყნებიდან, წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილია 2500 კომპანია 150 ქვეყნიდან, გამოფენას უკვე დაესწრო 30 000-ზე მეტი ვიზიტორი. ამ გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ფარმაცევტული სფეროს პოპულარიზაციისკენ. 

წინა წლების შედეგებმა გვაჩვენა, რომ გამოფენაზე მიღწეული შეთანხმებები მყარ საფუძველს წარმოადგენს “ჯი-ემ-პი”-ს პროდუქციის სხვადასხვა ქვეყნების ბაზრებზე გატანისა და დანერგვისთვის. დაიდო ახალი შეთანხმებები წამყვან ევროპელ მწარმოებლებთან.