სიაში დაბრუნება

სამეცნიერო კონფერენცია თემაზე "ბაქტერიული ლიზატების გამოყენების თანამედროვე ასპექტები"

ოქტომბერი 26,2016

23 სექტემბერს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ჩატარდა „ჯი-ემ-პი“-ს მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ბაქტერიული ლიზატების გამოყენების თანამედროვე ასპექტები“. კონფერენცია შედგებოდა სამი ნაწილისგან.

პირველი ნაწილის თემა იყო: „პრეპარატ „ისმიჟენი“-ის გამოყენების უპირატესობები“, რომელსაც უძღვებოდა  იტალიის ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის კვლევითი ასოციაციის ხელმძღვანელი, გენუის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და მოლეკულური ალერგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯოვანი მელიოლი.

მეორე ნაწილში საუბარი იყო თემაზე: „პოლივალენტური მექანიკური ბაქტერიული ლიზატების კლინიკური მნიშვნელობა“. ამ ნაწილს უძღვებოდა ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია გოთუა.

 ხოლო მესამე ნაწილის თემა, „4 წელი ანტიბიოტიკების ერის დასასრულამდე: შეიძლება თუ არა კატასტროფის თავიდან აცილება“,   წარმოდგენილი იყო მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორის, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის ივანე ჩხაიძის მიერ.

ისმიჟენი წარმოებულია შვეიცარიული კომპანია „Lalleman Pharma”-ს მიერ „ჯი-ემ-პი“-ს დაკვეთით. „Lalleman Pharma” კიდევ ერთი პარტნიორია იმ წამყვან ევროპულ კომპანიებს შორის, რომლებთანაც „ჯი-ემ-პი“ წლებია თანამშრომლობს.

კონფერენციაზე ასევე განხილული იქნა „ჯი-ემ-პი“-ს პროდუქტების ჩამონათვალში კიდევ ერთი ახალი პროდუქტი ისმი-კიდი, რომელიც წარმოებულია კომპანია SIT HFS Liquid S.r.l. იტალიას - მიერ „ჯი-ემ-პი“-ს დაკვეთით.