სიაში დაბრუნება

სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "პრობიოტიკები: ვიცოცხლებთ თუ არა ას წელს კარგი ხასიათით და საღი გონებით"

ივნისი 21,2017

ქართული ფარმაცევტული კომპანია "ჯი-ემ-პი" აგრძელებს კონფერენციების ციკლს, სადაც სხვადასხვა პროფილის ექიმები მთელი საქართველოს მასშტაბით ეცნობიან მედიცინის აქტუალურ საკითხებს.

17 ივნისს ქ. ბათუმში ჩატარდა „ჯი-ემ-პი“-ს მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "პრობიოტიკები: ვიცოცხლებთ თუ არა ას წელს კარგი ხასიათით და საღი გონებით". კონფერენციას უძღვებოდა მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი; საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე - ივანე ჩხაიძე.
კონფერენცია მიეძღვნა პრობიოტიკების გამოყენების ახალ ასპექტებს და მათ დანერგვას თანამედროვე მედიცინაში. მომხსენებელმა აგრეთვე დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება პრეპარატ ლაქტო G-ის გამოყენების შესახებ.