სიაში დაბრუნება

რესპირაციულ დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის თანამედროვე ასპექტები

ნოემბერი 17,2017

სასუნთქი სისტემის მწვავე ვირუსული ინფექციები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებებია. ავადობის პიკი როგორც წესი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე მოდის. მწვავე რესპირაციული ინფექციები ბავშვებში და მოზრდილებში ავადობის უპირველესი მიზეზია.

 

ფარმაცევტულმა კომპანია ჯი-ემ პი”-მ უმასპინძლა სხვადასხვა პროფილის ექიმებს თბილისსა და რეგიონებში, რომლის ფარგლებში მომხსენებლებმა განიხილეს სეზონურად აქტუალური საკითხები. თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა თემაზე: „ბაქტერიული ლიზატების როლი მედიცინაში და მათი თანამედროვე მტკიცებულებების მიმოხილვა“. კონფერენციის მსვლელობის დროს ყურადღება გამახვილებული იყო რესპირაციული ტრაქტის ინფექციების კლინიკურ ასპექტებზე, გამომწვევებზე, რისკ-ფაქტორებზე. მომხსენებელი აგრეთვე შეეხო იმუნოდეფიციტურ მდგომარეობას და მის თავიდან ასაცილებელ პრევენციულ ღონისძიებებს, აგრეთვე დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება ისმიჟენის, პოლივალენტური ბაქტერიული მექანიკური ლიზატის, გამოყენების შესახებ.

 

ოტორინოლარინგოლოგიისა და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგული სამეცნიერო ცენტრის, ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ხუჯაძემ ისაუბრა პრობიოტიკების როლზე ოროფარინგეალური ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკის დროს, რომლის ფარგლებში განხილული იყო „ჯი-ემ-პი“-ს კიდევ ერთი პროდუქტის, ისმი-კიდის გამოყენება და ეფექტურობა.

 

კონფერენციების ციკლი გაგრძელდა აგრეთვე საქართველოს რეგიონებშიც, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც განხილული იყო რესპირაციულ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე ასპექტები. ამ თემაზე გვესაუბრა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ ფტიზიატრიის და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის  დეპარტამენტების ხელმძღვანელი, საქართველოს და ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის რეცპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი - კახა ვაჭარაძე.