სიაში დაბრუნება

ჯი-ემ-პი ოსკარის საღამო - GMP - OSCAR EVENING

მარტი 21,2018

ამა წლის 24 თებერვალს კომპანია “ჯი-ემ-პი“-მ 18 წლის იუბილე კორპორატიული წვეულებით აღნიშნა. გრანდიოზული ოსკარის საღამო კლუბ „რესპუბლიკა“-ში გაიმართა.

წვეულებაზე კომპანიის თანამშრომლებმა და უამრავმა სტუმარმა მოიყარა თავი, სადაც წარმოდგენილი იყო საინტერესო გასართობი პროგრამა.

კომპანია დაარსდა 2000 წელს და არსებობის 18 წლის მანძილზე „ჯი-ემ-პი“ 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს აწარმოებს. „ჯი-ემ-პი“ პირველი და ერთადერთი ფარმაცევტული საწარმოა მთელს რეგიონში, რომელშიც თანამედროვე ფარმაცევტული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს სრული საწარმოო ციკლი.