სიაში დაბრუნება
„ეროვნული ბიზნეს-რეიტინგების“ რიგით 41 დაჯილდოება
მარტი 26,2018

2018 წლის 24 მარტს თბილისში გაიმართა „ეროვნული ბიზნეს-რეიტინგების“ რიგით 41 დაჯილდოება, რომელზეც ჯილდო მოიპოვა კომპანია „ჯი-ემ-პი“-მ.
ღონისძიებას მასპინძლობდა“ სამედიცინო გამაჯანსაღებელი კურორტი ბიოლი“.
„ეროვნული ბიზნეს-რეიტინგები“ საერთაშორისო ბიზნეს-რეიტინგების ასოციაციის წევრია და მისი მთავარი დანიშნულება ეკონომიკის დარგში წარმატებული კომპანიების გამოვლენა და მათი რანჟირებაა. კომპანია „ჯი-ემ-პი“ დაჯილდოვდა მედიცინისა და ფარმაციის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
„ჯი-ემ-პი“ კვლავაც რჩება რეგიონში ერთადერთ ევროპული სტანდარტების ფარმაცევტულ საწარმოდ, სადაც წარმოების სრული ციკლი მიმდინარეობს.
არსებობის 18 წლის მანძილზე „ჯი-ემ-პი“ აწარმოებს 158 დასახელების მედიკამენტს, 217 დოზირების და ფორმის მიხედვით.
„ჯი-ემ-პი“-ს მედიკამენტები ექსპორტზე გადის მსოფლიოს 10 ზე მეტ ქვეყანაში.