სიაში დაბრუნება

2018 PMBL ® პარტნიორების გაცვლითი პროგრამა

ივნისი 30,2018

ამა წლის 25 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, ქალაქ ედინბურგში, გაერთიანებულ სამეფოში, ჩატარდა შვეიცარიული კომპანია Lallemand Pharma-ს მიერ ორგანიზებული ბოლო PMBL ® პარტნიორების გაცვლითი პროგრამა.

 

 

Lallemand Pharma-მ მოიწვია ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები და ოპინიონ ლიდერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შეხვედრაზე განხილულ იქნა ბოლო სამეცნიერო მონაცემები პოლივალენტური მექანიკური ბაქტერიული ლიზატების შესახებ. პარტნიორებმა ერთმანეთს გაუზიარეს ბაქტერიული ლიზატების გამოყენების მდიდარი გამოცდილება რესპირატორული ინფექციების მკურნალობის პროცესში, პრეპარატ „ისმიჟენის“ მაგალითზე“ და წარმატების ფაქტორები.

 

ისმიჟენი წარმოადგენს Lallemand Pharma-ს მიერ წარმოებულ ახალი თაობის, ბაქტერიული წარმოშობის იმუნომოდულატორს. მისი მოქმედების პრინციპი ეფუძნება იმუნური სისტემის კონტროლისა და დამცველობითი მექანიზმების გაძლიერებას, რაც განაპირობებს ინფექციების განვითარების პროფილაქტიკას და მათთან ორგანიზმის ბრძოლის აქტივაციას. სწორედ ამიტომ ისმიჟენს "პერორალურ ვაქცინასაც" უწოდებენ.

   

შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ ოპინიონ ლიდერები სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორიც არის იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, მექსიკა, რუსეთი, აგრეთვე შემდეგი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები: GM Pharmaceuticals (დსთ-ს ქვეყნები), GlaxoSmithKline (პოლონეთი), Merck (მექსიკა), Zambon (იტალია), Mersaco (ლიბანი), Schumitt (სამხრეთ კორეა), Stada (რუსეთი).