სიაში დაბრუნება

GM Pharamceuticals - ის თაოსნობით თბილისში პრ. ჯოვანი მელიოლი ჩამოვიდა

ივლისი 01,2015

25 ივნისს საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ეგიდით თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონგრესი, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი ფარმაცევტული კომპანია GM Pharamceuticals იყო. GM Pharamceuticals - ის და Lallemand Pharma-ს  თაოსნობით კონგრესზე საინტერესო მოხსენებით წარსდგა გენუაში ალერგოლოგიისა და რესპირატორულ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ჯოვანი მელიოლი. ქართველ ექიმებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ „პოლივალენტური მექანიკური ბაქტერიული ლიზატების გამოყენების მდიდარ გამოცდილებას,  რესპირატორული ინფექციების მკურნალობის პროცესში, პრეპარატ „ისმიჟენის“ მაგალითზე“.