სიაში დაბრუნება

რა არის ვაგინალური კანდიდოზი?

1) რა არის ვაგინალური კანდიდოზი?
ვაგინალური კანდიდოზი საშოს სოკოვანი ინფექციაა; მას ზოგჯერ რძიანასაც უწოდებენ. ამ დაავადების გამომწვევია სოკო-კანდიდა, რომელიც საშოს ლორწოვანში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და პირის ღრუში ჩვეულებრივად ბინადრობს, მაგრამ ხელშემწყობი ფაქტორების არსებობისას იწყებს გამრავლებას და ვაგინალური კანდიდოზის განვითარების მიზეზი ხდება.

2) რა ნიშნებით ვლინდება ვაგინალური სოკო?

ქავილი, წვა, სიწითლე საშოს არეში, თეთრი ფერის, ხაჭოსებრი, უსუნო გამონადენი.

3) როგორ მოვიქცეთ დაავადების დროს?

მოერიდეთ სქესობრივ კონტაქტს
არომატიზებული საპნის, ქაფების, ინტიმური ზონის დეზოდორანტების გამოყენებას, აბაზანის მიღებას
იბანავეთ მხოლოდ შხაპის ქვეშ
ატარეთ ბამბის და არა სინთეზური ქვედა საცვალი
ერიდეთ ზედმეტ ტენიანობას და გადახურებას (ნუ შეიშრობთ ტანზე სველ საცურაო კოსტუმს)
დაიცავით ჰიგიენური ნორმები და რაც მთავარია, გულდასმით შეასრულეთ ექიმის მითითებები

4) რატომ ითვლება "მიკოფლუ" ვაგინალური სოკოს სამკურნალო ყველაზე ეფექტურ საშუალებად?

- იგი სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს სოკო კანდიდაზე, რითაც უზრუნველყოფს სწრაფად განკურნებას.
- მიიღება დღეში ერთხელ
- კარგად გადაიტანება 
- გამოირჩევა გვერდითი მოვლენების სიმცირით

4) როგორ მივიღოთ?

  "მიკოფლუ" მიიღება შემდეგი სქემის მიხედვით: 1 კაფსულა (150მგ) I, IV, VII დღეს და შემდეგ თვეში ერთხელ მენსტრუაციის დროს - ორი თვის განმავლობაში.