სიაში დაბრუნება

უნდა ვუმკურნალოდ თუ არა ფაღარათს?

არსებობს მოსაზრება, რომ ფაღარათის დროს ორგანიზმი თავისუფლდება 
მავნე ნივთიერებებისგან
ფაღარათი არ ათავისუფლებს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან, ისევე, როგორც სურდოს დროს ცხვირიდან არსებული გამონადენი არ ათავისუფლებს ორგანიზმს გრიპის ვირუსისგან. ფაღარათი სიმპტომია, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. 
ფაღარათის დროული მკურნალობით შეძლებთ სწრაფად დაუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს და გათავისუფლდეთ დისკომფორტისგან.


2. რა შეიძლება იყოს ფაღარათის მიზეზი?

-ენტეროვირუსული ინფექცია
-კვებითი ინტოქსიკაცია
-სტრესი
-მედიკამენტები
-ალერგია სხვადასხვა საკვებზე


3. როგორ მოქმედებს სტოპექსი?

სტოპექსი ანელებს ნაწლავის შიგთავსის გადაადგილებას და ზრდის ნაწლავებიდან სითხის შეწოვის დროს. ასეთი მექანიზმით სტოპექსი სწრაფად აჩერებს ფაღარათს და იცავს ორგანიზმს გაუწყლოებისგან. 

სტოპექსი სწრაფად გაგათავისუფლებთ ფაღარათისგან და მოგიხსნით ნაწლავურ დისკომფორტს


4. იწვევს თუ არა შეჩვევას სტოპექსის ხშირი მოხმარება?

სტოპექსი შეჩვევას არ იწვევს

5. როგორ მივიღოთ სტოპექსი?

მოზრდილებში - საწყისი დოზაა 2 კაფსულა, შემდეგ 1 კაფსულა ყოველი დეფეკაციის შემდეგ

6 წლის ზევით ბავშვებში - 1 კაფსულა ყოველი დეფეკაციის შემდეგ

მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 8 კაფსულას