სიაში დაბრუნება

აუცილებლად გაიკონტროლეთ სისხლში ქოლესტერინის დონე

სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე იწვევს ათეროსკლეროზის განვითარებას. ათეროსკლეროზის დროს ირღვევა სისხლძარღვების ელასტიურობა. სისხლძარღვებში ჩნდება ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომლებიც ავიწროებენ მის სანათურს და სისხლძარღვების გამავლობა მცირდება, შედეგად ფერხდება გულის, თავის ტვინის და სხვა ორგანოების სისხლით მომარაგება. ეს შესაძლოა გახდეს ინფარქტის, ინსულტის, ნაადრევი ინვალიდობისა და სიკვდილის მიზეზი.
პირობითად განასხვავებენ "კარგ" ქოლესტერინს, რომელიც იცავს ჩვენს სისხლძარღვებს - (მაღალი სიმკვრივის ლიპიპროტეიდები) და "ცუდ" ქოლესტერინს რომელიც ავიწროებენ სისხძარღვებს და აუარესებენ გულის, თავის ტვინის და სხვა ორგანოების კვებას (დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები, ტრიგლიცერიდები).

შესაბამისად ათეროსკლეროზის ყველა სამკურნალო ღონისძიება მიმართული უნდა იყოს სისხლში კარგი ქოლესტერინის დონის მომატების, და ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებისკენ

თუ ქოლესტერინის მომატებას თან ერთვის წნევის მომატება, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, სიცოცხლისათვის საშიში გართულებების განვითარების რისკი 16 ჯერ იზრდება.


თუ თქვენ გაქვთ: 

შაქრიანი დიაბეტი
მაღალი წნევა 
 სხეულის ჭარბი წონა

 

თუ თქვენს მშობელს ან უახლოეს ნათესავს ქონდა ინფარქტი, ინსულტი ან შაქრიანი დიაბეტი

 

თუ თქვენ ხართ მამაკაცი 45 წლის ზევით
 

 

თუ თქვენ ხართ ქალბატონი 50 წლის ზევით


!
 

აუცილებლად გაიკონტროლეთ სისხლში ქოლესტერინის დონე

თუ აღმოგაჩნდათ ქოლესტერინის მაღალი დონე

ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, მიმართეთ ექიმს და ზედმიწევნით შეასრულეთ მისი მითითებები


არსებობს მთელი რიგი ღონისძიებები რომლებსაც უნდა მიმართოთ და რომელთაც აუცილებლად გირჩევთ თქვენი ექიმი

აკონტროლეთ სხეულის წონა
მოიწესრიგეთ წნევა
მიწესრიგეთ დიაბეტი
გაიკონტროლეთ ქოლესტერინი

1. აკონტროლეთ თქვენი სხეულის წონა
გახსოვდეთ!
იდეალური წონა თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია

სხეულის მასისი ინდექსი( სმი) = წონა (კგ)/სიმაღლე (მ2)
ნორმალური სმი = 20-25 კგ/მ2
თუ თქვენი სმი > 25 - იყავით ყურადღებით - თქვენ ჭარბი წონა გაქვთ
თუ თქვენი სმი > 30 - ეს საშიშია - თქვენ გაცხიმოვნება გაქვთ

მაგალითად, თუU თქვენი წონაა 80 კგ, ხოლო სიმაღლე 168 სმ (2,82 მ2), 
თქვენი სმი = 80/2.82=28 - თქვენი სმი აღემატება ნორმის მაჩვენებელს


2. ხშირად აკონტროლეთ თქვენი წნევა
ნორმაში იგი 140/90 მმ.ვწყ.სვ. -ზე ნაკლები უნდა იყოს. 
წნევის მომატების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

3. აუცილებლად გაზომეთ სისხლში შაქრის შემცველობა 
იგი 6,2 მმოლ/ლ (120მგ/დლ). სისხლში შაქრის დონის მომატება აუცილებლად მოითხოვს ექიმის ჩარევას. შაქრიანი დიაბეტი ქოლესტერინის კონტროლის პირდაპირი ჩვენებაა.
4. გაიკონტროლეთ სისხლში ქოლესტერინის დონე

დარწმუნებული იყავით თანამედროვე მედიცინას ძალუძს გაგიხანგრძლივოთ სიცოცხლე


ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები არ კმარა. 
არსებობს პრეპარატების ჯგუფი, რომლებიც დაბლა სწევენ სისხლში ქოლესტერინის დონეს. ამ ჯგუფის წარმომადგენელია ზო 20.


ზო-20 იდეალურად არეგულირებს ცუდი და კარგი ქოლესტერინის თანაფარდობას სისხლში

ზო 20. დაბლა სწევს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს, ხოლო კარგი ქოლესტერინის დონე შედარებით იზრდება, რითაც აფერხებს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას.

ზო 20-ის მიღება იცავს გულს, სისხლძარღვებს და თავის ტვინს ათეროსკლეროზისაგან

ზო 20. -ის სტაბილური მიღება ამცირებს სიკვდილობის რისკს 42%-ით

ზო 20-ის სტაბილური მიღება დაარეგულირებს თქვენს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას.

გახსოვდეთ !
სისხლში ქოლესტერინის დონის ადექვატური კონტროლი ეს არის ცხოვრება ინსულტის, ინფარქტის და შაქრიანი დიაბეტის სხვა გართულებების გარეშე

როგორ ვებრძოლოთ და როგორ ავიცილოთ თავიდან (სისხლში ჭარბი ქოლესტერინი) ათეროსკლეროზი

რეკომენდაციები ათეროსკლეროზით დაავადებულთათვის :

მოერიდეთ ალკოჰოლის ჭარბად მიღებას
არსებობს მოსაზრება, რომ მცირე რაოდენობით ნატურალური წითელი ღვინის მიღება დადებითად მოქმედებს გულის იშემიურ დაავადებაზე. ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.

დასაშვებია მცირე რაოდენობით 10 გ ეთილის სპირტი რაც მაგარი ალკოჰოლური სასმელის 50 მლ-ს, ხოლო ღვინის 200 მლ-ს (1 ჭიქა) გულისხმობს.

დაიცავით დიეტა
წონის კონტროლი და დიეტის დაცვა არ ნიშნავს იმს, რომ უნდა იშიმშილოთ. მიირთვით დიდი რაოდენოვბით ჯანმრთელი საკვები და მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე.

სამწუხაროდ ქოლესტრინი 'გემრიელია", ანუ იგი ჭარბად შედის ისეთ პროდუქტებში როგორიცაა ცხიმიანი ხორცი, შაშხი, ძეხვეული, არაჟანი, ნაღები, კარაქი.

სისხლში ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად მიირთვით
უცხიმო მჭლე ხორცი, უპირატესობა მიანიჭეთ ფრინველის ხორცს
რეკომენდებულია ნებისმიერი სახის თევზეული ზღვის მოლუსკების, კიბორჩხალისა და ხიზილალის გარდა.
კარაქის მაგივრად გამოიყენეთ მარგარინი
საკვების მომზადების დროს უპირატესობა მცენარეულ ზეთს მინიჭეთ
მიირთვით ბოსტნეული, მწვანილი, ხილი.

დაიწყეთ აქტიური ფიზიკური ცხოვრება
ივარჯიშეთ, ზომიერი დატვირთვით, ნელა კვირში მაქსიმუმ 3 დღე (15 წუთის განმავლობაში).
ისეირნეთ სუფთა ჰაერზე ყოველდღე
ვარჯიშის რეკომენდებული სახეებია - ფეხით სეირნობა, ველოსიპედით სეირნობა, ბაღში მუშაობა, ცურვა.


ექიმის დანიშნულებისამებრ მიიღეთ პრეპარატი ზო-20 რომელიც გარანტირებულად დაარეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და თავიდან აგაცილებთ ინფარქტის, ინსულტის და სხვა გართულებების განვითარებას.

სისხლში ქოლესტერინის შემცველობის ნორმები

"ცუდი" ქოლესტერინის დონე არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
საერთო ქოლესტერინი 3,1 - 5,2 მმოლ/ლ
დაბალი სიმკვრივის ლიპიპროტეიდები - 1.3-3.3 მმოლ/ლ
ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები - 0.1-1.0 მმოლ/ლ
ტრიგლიცერიდები - 0.5-1.5 მმოლ/ლ

კარგი ქოლესტერინის დონე უნდა იყოს არაუმეტეს :
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები - >1.0-1.8 მმოლ/ლ

დიეტა ათეროსკლეროზით დაავადებულთათვის

საუზმე
ქერის ფაფა (ჰერკულესი)
2 კვერცხის ცილისაგან მომზადებული "ერბო კვერცხი" ხახვითა და პომიდვრით (სურვილისამებრ)
ერთი ულუფა ხილი ან ახლადგამოწურული ხილის წვენი
შვრიის პური, ხაჭო 
100 გ უმარილო თხილი

სამხარი
2 ნაჭერი პური, ბოსტნეულის წვნიანი
მწვანე ბოსტნეულის სალათი ზეთით ან ლიმონის წვენით
ერთი ულუფა ახალი ხილი

სადილი
1 ნაჭერი შვრიის პური, 
კანგაცლილი ქათმის ხორცი
ზეთში შემწვარი ან მოხარშული თევზი (ქამბალა, კალმახი, ორაგული, ქაშაყი)
მოხარშული კარტოფილი
1 ყვითელი ან ნარინჯისფერი ბოსტნეული ( სტაფილი, წიწაკა, გოგრა, სიმინდი) + მწვანე ბოსტნეული

ვახშამი 
ორცხობილა ან შვრიის ნამხცვარი
1 ჭიქა ხილის წვენი

დიეტა და ზო-20 -ის სტაბილური მიღება დაარეგულირებს თქვენს სისხლში ქოლესტერინის დონეს.