სიაში დაბრუნება

შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ღვიძლი

1) რატომ არის მნიშვნელოვანი ღვიძლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა?

ღვიძლი მდებარეობს მუცლის მარჯვენა ზედა არეში, მისი წონაა 1500-2000გ და იგი სიდიდით მეორე ორგანოა კანის შემდეგ. 
ღვიძლი უზრუნველყოფს ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, იმიტომ რომ იგი ჩვენს მიერ მიღებულ საკვებს შლის სასარგებლო ნივთიერებებად და გვიცავს სხვადასხვა ტოქსიური ნაერთის (ალკოჰოლი, ქიმიური და წამლისმიერი ტოქსინები) მავნე ზემოქმედებისაგან. 
ღვიძლი მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების ცვლაში, ვიტამინების და მინერალების წარმოქმნაში, ჩართულია იმ პროცესებში, რომელიც აკონტროლებს სისხლში შაქრის და ჰორმონების დონეს. 
ღვიძლის მნიშვნელოვანი ფუნქციაა სისხლის შედედებაში მონაწილე ნივთიერებების წარმოქმნა.
ღვიძლი გამოიმუშავებს ნაღველს, რომელიც გროვდება ნაღვლის ბუშტში, ნაღველი კი აუცილებელია ორგანიზმში მოხვედრილი ცხიმების დასაშლელად.


2) რა აზიანებს ღვიძლს?

ღვიძლში ხვდება ყველა ის ნივთიერება, რასაც ჩვენ ვიღებთ საკვებით, ყველა მედიკამენტი, რომელსაც ვღებულობთ, სხვადასხვა სახის ტოქსიური ნივთიერება, რომელთანაც შეხება გვაქვს ცხოვრებასა და სამუშაო პირობებიდან გამომდინარე. ღვიძლის გადატვირთვა მის სერიოზულ ცვლილებებს იწვევს, ჯანმრთელი ღვიძლის შენარჩუნება კი აუცილებელია, რომ ცოცხლები და ჯანმრთელები ვიყოთ.


3) რატომ უნდა მივიღოთ "ჰეპატო-რიცი"?

ჰეპატო-რიცი მცენარეული ღვიძლის დამცავი პრეპარატია ნაღვლმდენი და სპაზმის მომხსნელი მოქმედებით. მისი 4 კომპონენტიანი კომბინაცია ოთხმაგი ეფექტით გამოირჩევა:

 ბაყაყურა - იცავს ღვიძლის უჯრედებს ტოქსიური ნივთიერებების დამაზიანებელი მოქმედებისაგან და აღადგენს მათ მთლიანობას 

ქრისტესისხლა - ხსნის სანაღვლე გზების სპაზმს

ყვითელი კოჭა - გამოირჩევა ნაღვლმდენი ეფექტით

ლეციტინი - ააქტიურებს ღვიძლის დამცავ ფუნქციას

4) როგორ მივიღოთ?

თითო კაფსულა 3ჯერ დღეში

მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის მიიღეთ 3 თვე
რეკომენდებულია მკურნალობის კურსის პერიოდულად განმეორება.