სიაში დაბრუნება

ქრონიკული ვენური უკმარისობა

როგორ ვითარდება ქრონიკული ვენური უკმარისობა?
ვენები - სისხლძარღვებია, რომლებსაც მთელი ორგანიზმიდან სისხლი მიაქვთ გულის მიმართულებით. ფეხის ვენებში სისხლი ყოველთვის ქვევიდან ზევით მოძრაობს და ეს ხორციელდება კუნთების შეკუმშვის და ვენებში არსებული სპეციალური სარქველების მეშვეობით, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის ქვევით დაბრუნებას. კუნთების ნორმალური შეკუმშვის და ვენური სარქველების სწორად მუშაობის შემთხვევაში სისხლი ვენებში თავისუფლად გადაადგილდება; მაგრამ როდესაც ვენური სარქველების მუშაობა დარღვეულია, სისხლის ნაწილი ბრუნდება ქვევით; ეს იწვევს ვენებში სისხლის წნევის გაზრდას, ზეწოლას ვენურ კედლებზე, მათ გაფართოებას და დაზიანებას. ასეთ დროს ვითარდება ქრონიკული ვენური უკმარისობა.

2) რა უწყობს ხელს ვენური უკმარისობის განვითარებას?

- სხეულის ხშირი გადახურება(ცხელი აბაზანა, გარუჯვა და სხვ)
- ჭარბი წონა
- ხანგრძლივად ფეხზე დგომა, მჯდომარე სამუშაო
- მდედრობითი სქესი
- გენეტიკური მიდრეკილება
- ბრტყელტერფიანობა

3) რა ნიშნებით ვლინდება?

- ტკივილის, დაღლილობის, სიმძიმის, სიმხურვალის და წვის შეგრძნება ფეხებში
- ფეხების შეშუპება
- ღამის კრუნჩხვები წვივის კუნთებში

ვენური უკმარისობისთვის დამახასიათებელი ნიშნები მწვავდება ცხელ ამინდში, ასევე ხანგრძლივად ფეხზე დგომისა და ჯდომის დროს

4) რა მივიღოთ?

ვენო-რიცი
ვენების დაავადებების სამკურნალო საუკეთესო საშუალება 

ვენო-რიცი
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ფეხებში
- ამცირებს ვენური უკმარისობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს :
- ტკივილს, წვას, შეშუპებას, დაღლილობის შეგრძნებას 
- ამსუბუქებს ბუასილის მიმდინარეობას
- რეკომენდებულია პროფილაქტიკური მიზნით მიღება ცხელი ამინდების დადგომამდე

6) როგორ მივიღოთ?

1 კაფსულა 2-ჯერ დღეში შუადღით და საღამოს - ჭამის დროს

მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის მიიღეთ 3 თვე


7) პრაქტიკული რეკომენდაციები:

მოსვენების და ძილის დროს ფეხები დაალაგეთ შემაღლებულ ადგილზე

თუ დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა ან ჯდომა ხშირად შეცვალეთ ფეხების მდებარეობა

არ ატაროთ 4-5სმ-ზე მაღალი ქუსლის მქონე ან უქუსლო ფეხსაცმელი

თბილი აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ ფეხებზე გადაივლეთ გრილი წყალი

შეეცადეთ რეგულარულად ივარჯიშოთ ან იცურაოთ

ერიდეთ ძალიან ცხელი აბაზანის მიღებას, საუნას, მზეზე დიდხანს ყოფნას

ატარეთ თავისუფალი სამოსი

დაიკელით ჭარბი წონა

მინიმუმ წელიწადში ერთჯერ ცხელი პერიოდის დადგომასთან ერთად ჩაიტარეთ ვენო-რიცით მკურნალობის პროფილაქტიკური კურსი