სიაში დაბრუნება

სადღაა ტკივილი?!

1) როგორ და რატომ ვგრძნობთ ტკივილს?

ტრავმის ან ფიზიკური გაღიზიანების გარდა ტკივილის მიზეზს ხშირად წარმოადგენს ორგანიზმში განვითარებული ანთებითი პროცესი. ანთების კერაში წარმოიქმნება ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის სპეციალური ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას, ეს კი აღიქმება როგორც ტკივილი. 


2) როგორ ხსნიან ტკივილს ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები?
ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები თრგუნავენ ანთებითი ნივთიერებების წარმოქმნას და შესაბამისად განაპირობებენ ტკივილის მოხსნას.

3) რომელია ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი საშუალება? 

სუარონი. იგი გამოირჩევა სწრაფი და ეფექტური ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით.
მასში შემავალი ნივთიერება - ნიმესულიდი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდია ევროპაში

- სუარონი ეფექტურად ხსნის სხვადასხვა წარმოშობის მწვავე ტკივილს

- სუარონს გააჩნია გაცილებით ძლიერი და ხანგრძლივი სიცხისდამწევი ეფექტი, ვიდრე პარაცეტამოლს


4) რითი ჯობია სუარონი მსგავსი მოქმედების სხვა პრეპარატებს?

კლასიკური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები (დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი..) ხშირად იწვევენ გართულებებს კუჭ-ნაწლავის მხრივ, რადგან თრგუნავენ არა მხოლოდ ანთების კერაში წარმოქმნილ ნივთიერებებს, არამედ კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის დამცავ ნივთიერებებსაც.
სუარონი მსგავსი მოქმედების სხვა პრეპარატებისგან გამოირჩევა მაქსიმალური უსაფრთხოებით. იგი მოქმედებს უშუალოდ ანთების და ტკივილის კერაზე, სხვა ორგანოებზე კი ზეგავლენას არ ახდენს.

შესაბამისად სუარონი:
-არ აღიზიანებს კუჭს
-არ იწვევს არტერიული წნევის მომატებას
-შეიძლება მისი მიღება ბრონქული ასთმის დროს

4) რა შემთხვევაში მივიღო სუარონი?

-სახსრების, წელის, კუნთების ტკივილის 
-დაჭიმვის და ღრძობის
-თავისა და კბილის ტკივილის
-მენსტრუალური ტკივილის დროს
-მაღალი სიცხის დროს


5) როგორ მივიღო?

სუარონი მიიღება დღეში 2 ჯერ ტაბლეტის ან ხსნარის სახით
ხსნარის მოსამზადებლად 1 პაკეტის შიგთავსი გახსენით 1 ჭიქა ცივ წყალში 

მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა - 10-14 დღე

სუარონი ინიშნება მოზრდილებში 12 წლის ზევით