ხარისხის მენეჯმენტი
საწარმოში ფუნქციონირებს ხარისხის კონტროლის და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება, რომლებიც უზრუნველყოფენ პრეპარატების ხარისხს წარმოების ყველა ეტაპზე. პირველადი პროდუქტის კონტროლი, შუალედური კონტროლი (პერიოდულად ხდება ნახევარპროდუქტის, გარემო პირობების, პერსონალის მიერ შესრულებული ოპერაციების კონტროლი.)  კომპანიის ერთ-ერთ ძირითად მიზანს მომხმარებლის მოთხოვნათა შესრულება წარმოადგენს, რისთვისაც საწარმოს ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს და ინარჩუნებს პირდაპირ კავშირს მომხმარებელთან. მომხმარებლისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის მართვის მიზნით, საწარმოში ორგანიზებულია რეკლამაციისა და გვერდითი მოვლენების მონიტორინგის სისტემა. საწარმოში ფუნქციონირებენ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები, რომლებიც აკმაყოფილებენ GMP, GCP (Good Clinical Practice) და  GLP (Good Laboratory Practice)მოთხოვნებს, რაც საშუალებას იძლევა ჩატარდეს ბიოექვივალენტობის კვლევების ბიოქიმიური და სტატისტიკური ნაწილი.